
რას სთავაზობს მწვანე სახლი ბავშვებსა და მათ მშობლებს
ფსიქოთერაპიული თუ პრევენციული ინტერვენციები და მათი ბუნება მწვანე სახლის ფარგლებში დიფერენცირებულია. კონკრეტულ თერაპიულ თუ კლინიკურ სტრატეგიას უპირატესობა ენიჭება არა ზოგადად დადგენილი სტანდარტების, არამედ ბავშვისა და ოჯახის რეალური ფსიქიკური საჭიროებებისა და ინდივიდუალიზმის გათვალიწინებით. მიუხედავად საერთო თეორიული თუ კლინიკური პოსტულატებისა, რომელსაც ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია ბავშვებთან შეიძლება ეფუძნებოდეს, მწვანე სახლი თითოეულ კლინიკურ შემთხვევას განიხილავს, როგორც განუმეორებელს, ინდივიდუალურს. აქედან გამიმდინარე, მწვანე სახლში ფსიქოლოგები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ პირველ სეანსს, ან პირველ კლინიკურ ინტერვიუებს, რომლის დროსაც ფსიქოლოგთა ჯგუფი განსაზღვრავს, არა მხოლოდ დიაგნოსტიკურ და კლინიკურ თავისებურებებს, არამედ თერაპიულ სტრატეგიასაც კონკრეტულ ბავშვთან და მის ოჯახის წევრებთან. თერაპიულ პროცესში მშობლები და სხვა ოჯახის წევრები აუცილებლად მონაწილეობენ. მწვანე სახლში სერვისები დიფერენცირებულია არა მხოლოდ დიაგნოსტიკური და ნოზოგრაფიული, არამედ ასაკობრივი ასპექტების გათვალისწინებითაც.
მწვანე სახლის აქტივობე ბი ბავშვებისათვის და მათი ოჯახებისთვის
მწვანე სახლი წარმოადგენს ადგილს, სადაც ფსიქოთერაპიული ან პრევენციული აქტივობები ინსტიტუციონალიზირებულია, ე.ი. ექვემდებარება გარკვეულ ჩარჩოს, რომელიც თავის მხრივ, ათწლეულების განმავლობაში მრავალი ავტორის, ფსიქოანალიტიკოსის, ბავშვთა ფსიქიატრისა და მკვლევარის თეორიული და კლინიკური პრაქტიკის საფუძველზეა შემუშავებული.
აქედან გამომდინარე, მწვანე სახლში ფსიქოთერაპია, ან პრევენცია გარკვეული წესების დაცვას ითვალისწინებს, როგორც მშობლების, ასევე ფსიქითერაპევტების მხრიდან. სეანსების დრო, ხანგრძლივობა, ფსიქოთერაპევტსა და ბავშვს, ფსიქოთერაპევტსა და ბავშვის მშობლებს შორის ურთიერთობა, სეანსების საფასური, სეანსების რაოდენობა და ზოგიერთი ძირითადი ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის პრინციპის დაცვა მწვანე სახლის კლინიკური აქტივობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
ბავშვთა და მშობელთა ჯგ უფები/ფსიქოთერაპია ჯგუფში
თერაპიული ან პრევენციული მიზნების მქონე ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობა შეზღუდულია. როგორც წესი ჯგუფში 3-დან 10 ბავშვისა და მათი თანმხლები პირების (მშობლები, ბებიები და ბაბუები, აღმზრდელები ან სხვა ოჯახის წევრები) მიღება არის შესაძლებელი.
ბავშვის კონკრეტულ ჯგუფში მიღებამდე ის მშობლებთან ერთდ უნდა შეხვდეს მწვანე სახლის ფსიქოლოგს. პირველი კლინიკური ინტერვიუების შემდეგ ფსიქოლოგი ბავშვისა და ოჯახის საჭიროებების მიხედვით განსაზღვრავს თუ რომელ ჯგუფში უნდა ინტეგრირდეს პაციენტი.
ჯგუფში ბავშვებთან ერთი ან ორი ფსიქოლოგი და ერთი სტაჟიორი მუშაობს. ფსიქოთერაპიული პროცესი ჯგუფში ეფუძნება თერაპევტსა და ბავშვს, თერაპევტსა და ბავშვის ოჯახის წევრებს, ისევე როგორც ჯგუფში მყოფ ბავშვებსა და მათ მშობლებს შორის ურთიერთობას როგორც ენის, მეტყველებისა და სიმბოლოების, ასევე წმინდად ემოციურ აფექტური კომუნიკაციის დონეზე.
თამაში და თამაშის ანალიზი, ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს, რაც თერაპიულ და პრევენციულ ჯგუფებშიც აქტიურად გამოიყენება. ბავშვისა და მშობლების, ან სხვა ოჯახის წევრების მონათხრობი, ანალიტიკური მოსმენა და ინტერპრეტაცია, ნახატის ანალიზი, აუტისტი და ფსიქოტიკი ბავშვების შემთხვევაში სხეულის ენა, მოქმედება, ქცევა, ჟესტები, ისევე როგორც მშობელთა და გარშემომყოფთა რეაქციები წარმოადგენს აუცილებელ კლინიკურ მასალას ჯგუფური ფსიქოთერაპიისთვის ბავშვებთან.
მწვანე სახლში ჯგუფები იქმნება როგორც ასაკობრივი კატეგორიის, ასევე ფსიქიკურ დარღვევათა სიმძიმის გათვალისწინებით. მაგალითად, აუტიზმის ან ბავშვთა ფსიქოზის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, ისევე როგორც განვითარების მძიმე დარღვევების, ღრმა რეგრესიული სიმპტომების მქონე ბავშვებისათვის მუშაობს ცალკე ჯგუფი, რადგან აღნიშნული რიგის დარღვევები სრულიად განსაკუთრებულ ჩარჩოს, პროცედურებსა და წესების დაცვას მოითხოვს.
მიუხედავად ამისა, დიაგნოზი განაჩენს არ წარმოადგენს, ხშირად ის შეიძლება იყოს მცდარი, ან უტრირებული, მხოლოდ გარეგნული ნიშნების მექანიკური აღნუსხვის საფუძველზე შემუშავებული. ზოგიერთი სიმპტომი, რომელიც გარდამავალი ბუნების შეიძლება იყოს აუტიზმის, ან აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმის მცდარ საფუძველს წარმოადგენს. მწვანე სახლის ერთ-ერთი მიზანი ჯგუფში მუშაობის დროს სწორედ დიაგნოსტიკური ორიენტაცია, დიაგნოზის დაზუსტება ან ხშირ შემთხვევაში გარკვეული დროის განმავლობაში დიაგნოზის დასმისაგან თავის შეკავებაა, რაც საბოლოო ჯამში არა მხოლოდ სწორი დიაგნოზის დასმის, არამედ კლინიკურად გამართლებული თერაპიული ინტერვენციის საფუძველი ხდება.
პრევენციულ, ან ნაწილობრივ თერაპიულ ჯგუფებში ინტეგრირდებიან მეტ-ნაკლებად მსუბუქი დარღვევების მქონე ბავშვები. ბავშვთა ფსიქოპათოლოგია გარდა აუტიზმისა, ან განვითარების მძიმე დარღვევებისა, მოიცავს შედარებით მსუბუქი რიგის დაღვევათა უკიდურესად ვრცელ სპექტრს. ამ დარღვევებს განეკუთვბნება მაგალითად, ბავშვთა ფობიები, ე.წ. ქცევის დარვევები, ღამის კოშმარები, დეპრესიული მდგმარეობები ბავშვებთან, მეტყველების მსუბუქი დარღვევები და დარვევები ფსიქო-ემოციურ სფეროში, რომლებიც შეიძლება იქნეს გამოხატული ყურადღების, კონცენტრაციის დეფიციტით, აჟიტირებული ქცევით და ა.შ. ხშირად სრულიად ჯანმრთელი ბავშვი ავლენს სიმპტომს, რომლის წარმომავლობა და ბუნება მშობლებისთვის, ისევე როგორც ბავშვისთვის უცნობია. მსგავსი ახალი სიმპტომების ფორმირება განვითარების სხვადასხვა ეტაპზე შესაძლოა დაკავშირებული იყოს მატრავმირებელ მოვლენებთან ოჯახში, სეპარაციასთან და განშორებასთან, ბაღში სიარულთან, სკოლაში პირველად წასვლასთან, დის ან ძმის დაბადებასთან, კონფლიქტებთან მშობლებს შორის და ა.შ. აქედან გამომდინარე ვრცელია არა მხოლოდ ბავშვთა ფსიქიკურ დარღვევათა ნოზოგრაფია, არამედ მათი გამომწვევი მიზეზებიც, რომლებიც არასდროს არ არის მხოლოდ ფსიქიკური ან მხოლოდ სოციალური და ობიექტური ფაქტორებით განპირობებული, არამედ წარმოადგენს ამ ფაქტორთა ურთიერთქმედების შედეგს.
ბავშვობის ასაკი, განსაკუთრებით 0-დან 6 წლამდე ასაკი არა ერთი, არამედ რამოდენიმე კრიზისული პერიოდისგან შედგება. მაგალითად ჩვილობის ასაკი გულისხმობს დედასა და ბავშვს, დედასა და ახალშობილს შორის ურთიერთობებს, კვებას, სხეულის მოვლას, აფექტურ და ემოციურ კავშირებს დედას, ბავშვსა და ოჯახურ ატმოსფეროს შორის. დარღვევები ამ ასაკში შესაძლოა ჩვილობის ასაკის ანორექსიის, უძილობის, ხშირი ან გაბმული ტირილის საფუძლელი გადეს და დააზარალოს როგორც ბავშვის წმინდად სასიცოცხლო ფუქნციები და განვითარების ბიოლოგიური ასპექტები, ასევე მისი აფექტური სფერო. შედარებით გვიანდელი ფაზა, რომელიც 2-დან 3 წლამდე გრძელდება აგრეთვე დაკავშირებულია ისეთ კრიზისთან, რომელიც კონცენტრირდება სისუფთავის ჩვევების ირგვლივ, სოციუმში, ოჯახში არსებული წესების მიღება და გაშინაგნება ამ ასაკში ხშირად დრამატულ სახეს იღებს, რაც გამოიხატება სიჯიუტეში, რეალობის პრინციპებისა და მოთხოვნების ბავშვის მხრიდან ენერგიულ უარყოფაში და ა.შ. 3-დან 6 წლამდე ასაკი აგრეთვე მნიშვნელოვანია და ცენტრალურ ადგილს იკავებს განვითარებისა და ფსიქიკური ფორმირების პროცესში. ამ ასაკში საბოლოოდ ყალიბდება სქესობრივი იდენტობა, ბავშვი თაობათა ჯაჭვის ნაწილი ხდება, ის მკვეთრად მიჯნავს მამისა და დედის ფიგურას, აღიარებს კანონს, წესებსა და კონკრეტულ სოციუმში მოქმედ აკრძალვათა სისტემას.
აქედან გამომდინარე, პრევენციული ან ნაწილობრივ თერაპიული ჯგუფები მწვანე სახლში მართალია განვითარების მძიმე დარღვევების მქონე ბავშვებთან არ მუშაობს, მაგრამ ამავე დროს მუშაობს ბავშვებთან, რომლებსაც სრულიად განსხვავებული, მეტ-ნაკლებად მსუბუქი დარღვევები შეიძლება აღენიშნებოდეთ. თუმცა სიტყვა მსუბუქი გამოიყენება მძიმე დარღვევებთან შედარებით და არა თავისთავად, რადგან ნებისმიერი სიმპტომი, რომელიც ბავშვის განვითარებას, მის სოციალურ, კულტურულ თუ ფსიქიკურ ცხოვრებას ზღუდავს და ფსიქიკურ ტანჯვას აყენებს მას აუცილებლად მხედველობაში მისაღებია და თერაპიულ ან პრევენციულ ჩარევას საჭიროებს.
დაგვიკავშირდით
თბილისი, ჩიტაიას ქ. 17
+995 599 649 067