top of page

ჩვენი მომსახურება

პრევენციული ჯგუფური თერაპია  0-დან 4 წლამდე ბავშვებისთვის

ფრანსუა დოლტოს მოდელის მიხედვით. ემსახურება ფსიქიკური განვითარების დარღვევების პრევენციას ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე, სანამ ბავშვის მეტ-ნაკლები სიმძიმის პრობლემა გართულდება, ან შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

​ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ დედები, მამები, ბებია-ბაბუები ან ოჯახის სხვა წევრები. 

ჯგუფური თერაპია

ყალიბდება ბავშვების ასაკისა და საჭიროებების მიხედვით და შესაბამისად, შეიძლება სხვადასხვანაირად ფუნქციონირებდეს. თუმცა ფსიქოემოციური დასტაბილურება და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თითოეულ ჯგუფში. 

ცეკვით თერაპია

ცეკვის (მოძრაობის)  თერაპია მოძრაობის მეშვეობით გვეხმარება ემოციურ, სოციალურ, კოგნიტურ ინტეგრაციაში; დადებითად აისახება ზოგად ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ის არ გულისხმობს ცეკვის ილეთების სწავლას, ის სრულიად იმპროვიზაციული ფსიქოთერაპიული  ტექნიკაა, სადაც პაციენტის იმპულსი თერაპევტმა უნდა აქციოს  მაკურნებელ ძალად.

კონსულტაცია ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის

პირველადი კონსულტაცია ბავშვთან ან მოზარდთან,  როგორც წესი, დედასთან ერთად ტარდება. სურვილის შემთხვევაში კონსულტაციას ესწრება მამა ან ოჯახის სხვა წევრი. თერაპევტი ისმენს ბავშვის პრობლემის ანამნეზს, აკვირდება დედა-შვილის თუ ოჯახის სხვა წევრების ურთიერთობებს. უსმენს ბავშვის დამოკიდებულებასა და რეაქციას თერაპევტისა თუ მშობლების ნათქვამზე.   კონსულტაციის დროს ბავშვისა და მშობლების საჭიროების, ინტერესებისა და  სურვილის გათვალისწინებით შეირჩევა შემდგომი სტრატეგია და მომსახურების ტიპი.

სპეცპედაგოგის მომსახურება

გათვალისწინებულია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც შეფერხება აღენიშნებათ სხვადასხვა კოგნიტური უნარის განვითარების კუთხით და მომზადება სჭირდებათ სკოლისთვის (ყურადღების კონცენტრაციის უნარი,  მოტორიკის, წერა-კითხვის, მასალის აღქმის, გადმოცემის, ანგარიშის და სხვ.).

ქვიშით თერაპია

(Sand Theraphy)

თერაპიული სესიების დროს ხდება ფსიქოლოგიური ტრავმის გამოკვეთა-განსაზღვრა და საბოლოო ჯამში, მისი გათამაშება თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში.

Sandplay მკურნალობის ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა ფსიქოლოგიური პრობლემების ფართო სპექტრთან მიმართებაში: ემოციური და ქცევითი პრობლემები, ADHD, შფოთვა, დეპრესია, ადიქცია, პოსტტრავმული სტრესი როგორც ბავშვებსა და მოზარდებში, ისე მოზრდილებში.

ინდივიდუალური ფსიქოთერაპია

ინდივიდუალური კონსულტაციების მიზანია ბავშვისა და ოჯახის ისტორიის, განვითარების ეტაპების, შეფერხბებებისა თუ მნიშვნელოვანი ფსიქიკური და ბიოგრაფიული ასპექტების სიღრმისეული შესწავლა, დეტალური და სრული ანამნეზის ფორმირება და ამის შემდეგ, ანალიტიკური სამუშაოს წარმოება ბავშვთან ან მოზარდთან.

ადრეული განვითარების პროგრამა

ემსახურება 7 წლამდე ბავშვებს მათთვის ბუნებრივ გარემოში (სახლში, საბავშვო ბაღში და სხვ).  გულისხმობს ბავშვის უნარების შეფასებას და დახმარებას გარემოსთან ადაპტაციაში,  ასევე დახმარებას მის ფსიქოემოციურ თუ სხვადასხვა უნარების განვითარებაში.

 

მწვანე სახლი არის  ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მიმწოდებელი.

მუსიკით თერაპია

როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სეანსები.

ჯგუფები დიფერენცირებულია ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებებისა და ასაკის მიხედვით.

თითოეულ ჯგუფში მაქსიმუმ 5-6 ბავშვია გათვალისწინებული

© 2021 მწვანე სახლი

bottom of page