
მწვანე სახლის თეორიული და საგანმანათლებლო მომსახურება
კლინიკური და პრევენციული სამუშაოს გარდა, მწვანე სახლი რეგულარული სემინარების, კლინიკურ სუპ ერვიზიებს და საუნივერსიტეტო კონფერენციებს ადგილია, რომლებსაც ესპას ანალიტიკის ფრანგი კოლეგები, ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ქართველი კოლეგები და პარიზის დიდროს უნივერსიტეტის პროფესორები ატარებენ.
მწვანე სახლის სემინარები და კონფერენციები
მწვანე სახლს დაარსების დღიდან ხშირად სტუმრობენ ფრანგი კოლეგები პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციიდან (ESPACE ANALYTQIUE-Association de Formation Psychanalytique et de Recherche Freudienne), ისევე როგორც პარიზის დენი დიდროს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ამ ვიზიტების მიზანია კონსულტაციების გამართვა ბავშვებთან და მათ მშობლებთან, ჯგუფური სუპერვიზიების ორგანიზება მწვანე სახლის ფარგლებში, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება მწვანე სახლსა და ქართულ უნივერსიტეტებში.
მწვანე სახლის სტაჟირების პროგრამა
გახსნიდანვე, მწვანე სახლი მუდმივად აგზავნის სტაჟირებას ფრანგულ კლინიკებში და თავად იღებს ქართველ და ფრანგ სტაჟიორებს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რადგან ქართველი და ფრანგი სტუდენტები თუ დამწყები კლინიკოსები ეცნობიან ფრანგული სკოლის ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკასა და მწვანე სახლის მეთოდებს, რაც მათ საფრანგეთში ფსიქოანალიზური ფორმაციის გაგრძელებისკენ უბიძგებს. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე რამოდენიმე წელია მწვანე სახლის ფარგლებში კლინიკურ სტაჟირებას გადიან.
მწვანე სახლი ასევე რეგულარულად მასპინძლობს ფსიქომოტორიკის სპეციალისტებსა და სტუდენტებს საფრანგეთიდან, რომლებიც გვიზიარებენ თავიანთ მდიდარ კლინიკურ გამოცდილებას.
მწვანე სახლის გამოცემე ბი
მწვანე სახლი პერიოდულად აქვეყნებს ნაშრომებს ქართულ და ფრანგულ გამოცემებში.
2013 წელს ითარგმნა და გამომცემლობა დიოგენეს დახმარებით გამოიცა:
-
ოლგა შავერნეს წიგნი „აუტისტი ბავშვი“, რომელიც დღეს არა მხოლოდ აუტისტ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებს, არამედ აუტისტი ბავშვის მშობლებსაც დიდ დახმარებას უწევს.
-
პროფესორ ალენ ვანიეს წიგნი „ფსიქოანალიზის შესავალი“
-
კატრინ სალადენის წიგნი, რომელიც ბავშვებსა და მშობლებს შორის წარმოქმნილ პრობლემებს ეხება და წარმოადგენს ნამდვილ სახელმძღვანელოს მშობლებისათვის თარგმნის პროცესშია.
დაგვიკავშირდით
თბილისი, ჩიტაიას ქ. 17
+995 599 649 067