top of page
Image by Paul Blenkhorn @SensoryArtHouse

ინდივიდუალური ფსიქოთერაპია, ფსიქოანალიზი

თბილისის მწვანე სახლის აქტივობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ინდივიდუალური ფსიქოთერაპია და კონსულტაცია ბავშვებთან და მოზარდებთან.

ინდივიდუალური კონსულტაციების მიზანია ბავშვისა და ოჯახის ისტორიის, განვითარების ეტაპების, შეფერხბებებისა თუ მნიშვნელოვანი ფსიქიკური და ბიოგრაფიული ასპექტების სიღრმისეული შესწავლა, დეტალური და სრული ანამნეზის ფორმირება და ამის შემდეგ, ანალიტიკური სამუშაოს წარმოება ბავშვთან ან მოზარდთან.

ინდივიდუალური კონსულტაციების დროს ფსიქოლოგსა და ბავშვს, ფსიქოლოგსა და მის მშობლებს შორის განსაკუთრებული ფსიქოლოგიური სიტუაცია მყარდება, რომელსაც უწოდებენ ტრანსფერს/გადატანას. ტრანსფერის ანალიზი, პაციენტის სიტყვის, თამაშის, ნახატის წარმოსხავითი და ფანტაზმური ფორმაციების ანალიზი და ინტერპრეტაცია, ისევე როგორც ჯგუფში, ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის დროსაც მუშაობისა და ტექნიკის მთავარ ინსტრუმენტებს წარმოადგენს.

ბავშვისა და მოზარდის ინდივიდუალური მიღების დროს, უპირველეს ყოვლისა, ვეცნობით ბავშვისა და ოჯახის ისტორიას, ვცდილობთ სიღრმისეულად გავეცნოთ ანამნეზს, ბიოგრაფიულ   დეტალებს, რასაც უნდა დაეყრდნოს შემდგომი თერაპიული სამუშაო.

ვეყრდნობით რა ფრანგული ფსიქოანალიზის, ესპასის ანალიტიკოსების   გამოცდილებასა და თეორიულ წანამძღვრებს, ბავშვებთან და მოზარდებთან მწვანე სახლში  ფსიქოანალიტიკური თერაპიით ვმუშაობთ როგორც ფსიქო-ემოციური  და ნევროტული რეესტრის დარღვევების,  ასევე ფსიქიკური აშლილობისა და აუტისტური სპექტრის შემთხვევაში.

არც ასაკი  არის  შეზღუდული. ფრანგული და უკვე საკუთრივ, ჩვენი, მწვანე სახლის გამოცდილება ადასტურებს, რომ ფსიქოანალიტიკური თერაპია ეფექტიანია (ზოგ შემთხვევაში აუცილებელიც) მცირეწლოვან ბავშვებთან და ჩვილებთანაც კი, თუმცა ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ტექნიკა განსხვავებულია, მიღება ხდება აუცილებლად დედასთან ან ორივე მშობელთან ერთად,   თერაპევტმა უნდა მოუსმინოს თითოეულ მათგანს და ტრანსფერულ ურთიერთობაში შევიდეს როგორც ბავშვთან, ასევე მშობლებთან.  ბუნებრივია,    ჩვილისა და მცირეწლოვანი ბავშვის მიღება და თერაპია სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას  მოითხოვს და განსხვავდება უფროსი ასაკის ბავშვისა და მოზარდის თერაპიისგან.       

Hide and Seek

დაგვიკავშირდით

თბილისი, ჩიტაიას ქ. 17

+995 599 649 067

© 2021 მწვანე სახლი

bottom of page